თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

11:07, 28.08.2020

თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ცეცხლი მეხუთე სართულზე გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

 

მსგავსი