თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა სახლის მეორე სართული. კერძოდ, 150 კვადრატული მეტრის ფართობი.
უწყების ცნობით, ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
მუშტაიდის ბაღში დევნილების საცხოვრებელ სახლში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.