თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

13:31, 17.10.2018

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა სახლის მეორე სართული. კერძოდ, 150 კვადრატული მეტრის ფართობი.

უწყების ცნობით, ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

მუშტაიდის ბაღში დევნილების საცხოვრებელ სახლში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

მსგავსი