თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.