თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა
თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.