თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების ექსპლუატაციას გულისხმობს.