თბილისში, ატენისა და შატბერაშვილის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გეგმიურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, 10:30 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ატენის ქუჩის №3, №4, №6/8, გიორგი შატბერაშვილის ქუჩის №2, №2/8, №4, და №4/7-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.
გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 15:00 საათიდან და დასრულდება 15:30 საათზე.
„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში“, – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.