თბილისის ექვს რაიონს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება
თბილისის ექვს რაიონს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბის რაიონში, თამარ მეფის გამზირი №20 და №22-ში მდებარე კერძო სექტორის მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

ამასთან, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, სოფელ დიღომი, ხატაეთის ქუჩა №42-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას და მიმდებარედ არსებული ერედვის, თინათინის, ასმათის და რამაზის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად.

კომოანიის ცნობით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, ონაშვილის ქუჩა № 9-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

„ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, მცხეთის ქუჩა 48-50 / მარუხის ქუჩა № 8-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. ასევე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის მე-2 ჩიხი № 3, მე-2 ჩიხი № 4, მე-2 ჩიხი № 5-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის III მიკრო რაიონი, კორპუსი № 36-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 11:30 საათიდან ეტაპობრივად. 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, პეკინის ქუჩა № 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. ასევე გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად. 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, დელისი 3 – შპს „ჯი სი დი გრუპი“-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.