ლილოს კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
ლილოს კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ლილოში, სოფელ ნასაგურში, მგელაძის, აფხაზეთის, აღმართის, გულაძის, დუშეთის, იორის, მარნის, მაღრაძის, მაჩაბლის, ნაძვების, ნახშირგორის, რუსთაველის, რჩეულიშვილის, სამგორის, ტაძრის, ფასანაურიუს, ქეთევან წამებულის, ჭავჭავაძის ქუჩების და ხეივნის I ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობას.

გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 14:00 საათიდან და დასრულდება 15:00 საათამდე.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.