თბილისის ოთხ რაიონს გაზმომარაგება შეუწყდება
თბილისის ოთხ რაიონს გაზმომარაგება შეუწყდება

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივი I კვარტალი კორპუსი რაიონში № 3ა-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

ამასთან, კომპანიის ცნობით, გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, წყნეთი – ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 48ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირი № 50 / ბოჭორმის ქუჩა № 18-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.