თბილისის ხუთ რაიონს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
თბილისის ხუთ რაიონს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბის რაიონში, ლუი პასტერის ქუჩა № 2, № 2/144 და დავით აღმაშენებლის გამზირი № 144-ში მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

კომპანიის ცნობით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა № 20-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან. ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, დოდაშვილის ქუჩა № 22(18)-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

„12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის რაიონში, შპს „ლისიფო“-ს საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე – B-4, B-5, B-6 კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან. ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სოფელი დიღომი – ხატაეთის ქუჩა № 48-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.