თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 12 სახანძრო ჯგუფი მუშაობს [ფოტო/ვიდეო]
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 12 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე ცეცხლის ინტენსივობა და დაკვამლიანება გაიზარდა.
ცეცხლი და დაკვამლიანება ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან ჩანს.
აღმაშენებლის გამზირზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.
პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობაში არავინ იმყოფებოდა.