თბილისში 18-დან 24 დეკემბრის ჩათვლით პროექტის, კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში პრეზენტაცია გაიმართება
თბილისში 18-დან 24 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება პროექტის, კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში პრეზენტაცია გაიმართება.
კლასიკური მუსიკის ცენტრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე, თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის შემდეგ, ახალ პროექტს მსმენელს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში წარუდგენს.
18,20, 22 და 24 დეკემბერს, ქართველი მსმენელის წინაშე, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები წარსდგებიან. დაგეგმილია ქართველ მუსიკოს შემსრულებლებთან კოლაბორაციებიც.
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით. 2018 წელს იგი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს