თბილისში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი  გადაიკეტება
თბილისში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი  გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი  გადაიკეტება.

სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“  ახორციელებს.

თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.