საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 23 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).

გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.