საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ღამის საათებში მოძრაობა იზღუდება

22:37, 27.01.2020

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს, რის გამოც გარკვეულ ქუჩებზე დღეს, ღამის საათებში მოძრაობა იზღუდება. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე. ასევე, 22:00 საათიდან, ნაწილობრივ შეიზღუდა მოძრაობა ისანი-სამგორის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირსა და ბაღდათის ქუჩაზე.

ამასთან, 24:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაიკეტება გზა კოსტავას ქუჩაზე, კინოთეატრ „ამირანთან“.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი