თბილისში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

18:07, 09.12.2017

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი  გადაიკეტება.

სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“  ახორციელებს.

თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

მსგავსი