დედაქალაქში საახალწლო განათებების დემონტაჟი დაიწყო

17:43, 20.01.2021

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მთავარი ნაძვის ხისა და რუსთაველის გამზირზე განთავსებული კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს.

„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან 21 იანვრის 07:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი – პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი