თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „მარჯანიშვილში“ მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „მარჯანიშვილში“ განთავსებულ ბანერზე ცეცხლის გაჩენასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, 12:32 საათზე მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ ქვედა ვესტიბიულში განთავსებულ სადგურის მაჩვენებელზე მოკლე ჩართვამ მცირე კვამლი გამოიწვია.
„შესაბამისი სამსახურის ოპერატიური ქმედების შედეგად, ტაბლოს დროულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და ხარვეზი აღმოიფხვრა. აღნიშნულ ფაქტს არ გამოუწვევია მოძრაობის შეფერხება. მეტროსადგური „მარჯანიშვილი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურებას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის“, – ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.