მეტროს პირველი ხაზის გათიშვის გამო, თბილისის სატრანსპორტო კომპანია უფასო ავტობუსებს გამოყოფს
მეტროს პირველი ხაზის გათიშვის გამო, თბილისის სატრანსპორტო კომპანია უფასო ავტობუსებს გამოყოფს

მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გათიშვის გამო, თბილისის სატრანსპორტო კომპანია სხვადასხვა მიმართულებით მგზავრების გადასაყვანად უფასო ავტობუსებს გამოყოფს. ამის შესახებ პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია უბანზე დაზიანდა ძალოვანი სადენი, რამაც ტექნიკური შეფერხება გამოიწვია. მეტროპოლიტენის პირველი ხაზი გაჩერებულია.

ტექნიკური ჯგუფი უკვე ადგილზეა და შესაბამის სამუშაოებს აწარმოებს. მერიის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ის ელექტროსადენებია, რომელზეც თბილისის მერმა, კახი კალაძემ გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა. ამ უბნის რეაბილიტაცია სატრანსპორტო კომპანიას დაგეგმილი ჰონდა.

ამ დრომდე უცნობია, რამდენ ხანში აღდგება მეტროს პირველი ხაზის მუშაობა. სადგურები მგზავრებისგან დაცლილია.