მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა
მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურსარაჯიშვილზელიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა თამაზ რობაქიძემ განუცხადა, შემთხვევა მეტროში დაახლოებით 10:15 საათზე მოხდა.

„როდესაც სადგურზე შემოდიოდა მატარებელი, მგზავრი ჩავარდა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა. ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოები შესაბამის სამუშაოებს ატარებენ. როდესაც დაასრულებენ მუშაობას, ჩაირთვება მეტრო. ამ ეტაპზე მეტრო მოძრაობს ვარკეთილიდან დიდუბის მეტრომდე. დიდუბის მეტროში ბრუნდებიან მატარებლები. საბურთალოს ხაზზე შეფერხება არ არის. დიდუბიდან ვარკეთილამდე უბანი გაიხსნება მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ორგანოები დაასრულებენ მუშაობას“, – განაცხადა თამაზ რობაქიძემ.