სატრანსპორტო კომპანია - თბილისის მეტრო მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს, თუმცა მატარებელი არ ჩერდება სადგურ „ავლაბარში“
სატრანსპორტო კომპანია - თბილისის მეტრო მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს, თუმცა მატარებელი არ ჩერდება სადგურ „ავლაბარში“

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის დაკეტილია მეტროსადგური „ავლაბარი“.

მათივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად, დაახლოებით 11:20 საათისთვის გადაიკეტა მეტროსადგური „ავლაბარი“. მოხდა იქ მყოფი მგზავრთა ნაკადის ამოყვანა და სადგურის ჩაკეტვა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროპოლიტენი მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს, თუმცა მატარებელი არ ჩერდება სადგურ ავლაბარში.

არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეიჭრა. თავდამსხმელს სავარაუდოდ რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.