ვარკეთილი-ახმეტელის ხაზის შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე ელექტროსადენის დაზიანება გახდა

თბილისის მეტროპოლიტენის შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე ელექტროსადენის დაზიანება გახდა.​

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, სადგურებიდან მგზავრები გაიყვანეს და სადენის შესაკეთებლად გასულია ტექნიკური ჯგუფი.

მათი ინფორმაციით, 10-15 წუთში მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება, კერძოდ, სადგურის მოედანი-ვარკეთილისა და ვარკელი-სადგურის მოედნის მიმართულებით.

თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობს.  რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება მოძრაობა.

ამ წუთებში მგზავრები მეტროსადგურებს ტოვებენ.