ვარკეთილი-ახმეტელის ხაზის შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე ელექტროსადენის დაზიანება გახდა
თბილისის მეტროპოლიტენის შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე ელექტროსადენის დაზიანება გახდა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, სადგურებიდან მგზავრები გაიყვანეს და სადენის შესაკეთებლად გასულია ტექნიკური ჯგუფი.
მათი ინფორმაციით, 10-15 წუთში მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება, კერძოდ, სადგურის მოედანი-ვარკეთილისა და ვარკელი-სადგურის მოედნის მიმართულებით.
თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობს. რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება მოძრაობა.
ამ წუთებში მგზავრები მეტროსადგურებს ტოვებენ.