თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება.

პროცესზე დღეს ის სამართალდამცავები გამოიკითხებიან, რომლებმაც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზვიად კუპრავა დააკავეს.

კუპრავას ადვოკატი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას ემსახურება.

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 24 თებერვალს დააკავეს.