თბილისის ოთხ რაიონში აბონენტებს ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ოთხ რაიონში აბონენტებს ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი დიდი ლილოს, საქნავთის დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევისა და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ვარკეთილი-3 ზემო პლატოს.
საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონში, ბანძელაძისა და ფერმწერთა ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
12:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგია ნაწილობრივ შეიზღუდება ყაზბეგის გამზირზე.
დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია კოჯრის ახალი გზატკეცილის, მარო მაყაშვილის, ამაღლების, მაჩაბლის, ლეონიძის, ინგოროყვას, ქიქოძის, პაოლო იაშვილის, ლერმონტოვის, გიგა ლორთქოფანიძის, ნიშნიანიძის, დავითაშვილისა და როსტომ მუსხელიშვილის ქუჩების აბონენტებზე.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება გიორგი ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.