თბილისის ზოგიერთ რაიონში 13 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 13 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 13 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, არაყიშვილის, ნინო რამიშვილის, მუხაძის, აბაშიძის, ფალიაშვილის, დარიალის, ტიციან ტაბიძის, მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების  მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხიზაბავრის, ხიზამბარელის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, თიანეთის, აკაკი ვასაძის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, შეშელიძის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმრის და ხიზამბარელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გლდანის მასივის III, IV, V, VI, VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხერგიანის, ილია ვეკუას, ომარ ხიზანიშვილის, მამკოდის და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების  (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, ვეძისის დასახლების, გამყრელიძის, ვაზისუბნის, ვოლოდარსკის, ზემო ვეძისის, ლევანდოვსკის, ცხინვალის, აბაშიძის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, მაჭავარიანის, ვასო გოძიაშვილის, ემხვარის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ) და ჩარგლის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.