თბილისის ზოგიერთ რაიონში 13 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 13 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ვაკის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, არაყიშვილის, ნინო რამიშვილის, მუხაძის, აბაშიძის, ფალიაშვილის, დარიალის, ტიციან ტაბიძის, მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხიზაბავრის, ხიზამბარელის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, თიანეთის, აკაკი ვასაძის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, შეშელიძის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმრის და ხიზამბარელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV, V, VI, VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხერგიანის, ილია ვეკუას, ომარ ხიზანიშვილის, მამკოდის და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, ვეძისის დასახლების, გამყრელიძის, ვაზისუბნის, ვოლოდარსკის, ზემო ვეძისის, ლევანდოვსკის, ცხინვალის, აბაშიძის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, მაჭავარიანის, ვასო გოძიაშვილის, ემხვარის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ) და ჩარგლის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.