თბილისის ოთხ რაიონში აბონენტებს ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

08:01, 17.09.2018

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ოთხ რაიონში აბონენტებს ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი დიდი ლილოს, საქნავთის დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევისა და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ვარკეთილი-3 ზემო პლატოს.

საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონში, ბანძელაძისა და ფერმწერთა ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგია ნაწილობრივ შეიზღუდება ყაზბეგის გამზირზე.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია კოჯრის ახალი გზატკეცილის, მარო მაყაშვილის, ამაღლების, მაჩაბლის, ლეონიძის, ინგოროყვას, ქიქოძის, პაოლო იაშვილის, ლერმონტოვის, გიგა ლორთქოფანიძის, ნიშნიანიძის, დავითაშვილისა და როსტომ მუსხელიშვილის ქუჩების აბონენტებზე.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება გიორგი ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

მსგავსი