თბილისის ზოგიერთ რაიონში 20 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 20 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 20 აპრილს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, ფანასკეტრელი-ციციშვილის, შარტავას, გაგარინის, ჩერქეზიშვილის, იმედაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის და ისაკაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომი I მიკრორაიონის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) და 26 მაისის მოედნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპიროს, ფოთის, ყიფიანის, ქუთაისის, ბაგრატიონის, სამტრედიის, ცაბაძის, და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანას მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, IIIა, V მიკრორაიონების, კეცხოველის და შულენბურგის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  მუხიანის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი