თბილისის ზოგიერთ რაიონში 21 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 21 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 21 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის, კერესელიძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, გვეტაძის, ყიფიანის, გაფრინდაულის, სანაპიროს, ცაბაძის და მაიაკოვსკის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ჭიაურელის და გაფრინდაულის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და იოსელიანის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, ხიზანიშვილის, პაიჭაძის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და აწყურის ქუჩის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლება IV მიკრორაიონის და ვაზისუბნის დასახლების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ცოტნე დადიანის II კვარტლის, ცოტნე დადიანის, კამალოვის, სვანეთის, გულრიფშის, თამარაშვილის, კავთისხევის, მახინჯაურის, ჭყონდიდელის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, დეპოს, ნიკო მარის, მრევლიშვილის, წიკლაურის, ლიკანის, საჭილაოს, სააკაძის, მანჯგალაძის, გომბორის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, სუმბათაშვილ-იუჟინის, საყვირის, კოხრეიძის, მარუაშვილის, ტყეკულტურის, აჭარის, გედევანიშვილის, მახათას, ხუდადოვის, ცაიშის, ჩეჩელაშვილის, მნათობის, ლამის, სიღნაღის, პეტრე ბაგრატიონის, პაატა სააკაძის, გუმათის, ახუთის, დავითაშვილის, დიღომბარის, ჯაბაურის, თამარაშენის, პისარევის, ბერიაშვილის, ბერძენიშვილის, აბაშის, სალხინოს, ასხინის და რეხის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლის, სვანიძის და თამარაშვილის  ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, ვერიკო ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ლაპიაშვილის, ბოცვაძის, ბაქრაძის, რჩეულიშვილის და გალის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაბუციძის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.