თბილისის ოპერის თეატრის სოლისტთა ანსამბლი „სულიკო“ საგასტროლოდ ლიტვაში მიემგზავრება
თბილისის ოპერის თეატრის სოლისტთა ანსამბლი „სულიკო“ დღეს საგასტროლოდ ლიტვაში მიემგზავრება.
ანსამბლი 2 მაისს სოლო კონცერტს ვილნიუსის ფილარმონიაში გამართავს, 5 მაისს კი ტრაკაის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში.
8 მაისს ანსამბლი „სულიკო“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნად ლიტვაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ მიღებაზე გამოვა.