თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარმოდგენებს ოპერის ეზოში გამართავს [ფოტო]
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარმოდგენებს ოპერის ეზოში გამართავს [ფოტო]

15 ოქტომბრიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი მაყურებელს წარმოდგენას თეატრის ეზოში შესთავაზებს. საბალეტო დასი ლუდვიგ მინკუსის ბალეტიდან „დონ კიხოტი“ სუიტას იცეკვებს.

სამმოქმედებიანი ბალეტიდან მაყურებლისთვის 45-წუთიანი ვერსია მომზადდა, რომელიც ოპერის ეზოში სპეციალურ სცენაზე შესრულდება.

მაყურებლისთვის განკუთვნილი ადგილები დისტანციის დაცვით იქნება განლაგებული.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 169-ე სეზონი კოვიდპანდემიის გამო, ჯერ არ გახსნილა. სპექტაკლები 2020 წლის მარტში შეწყდა. „დონ კიხოტი“ ოპერის ეზოში თეატრის პირველი უჩვეულო წარმოდგენაა ღია ცის ქვეშ.