ანსამბლი „სუხიშვილები“ პოლონეთსა და უკრაინაში 50-ზე მეტ კონცერტს გამართავს
ანსამბლი „სუხიშვილები“ პოლონეთსა და უკრაინაში 50-ზე მეტ კონცერტს გამართავს

ანსამბლი „სუხიშვილები“ ხანგრძლივ გასტროლზე დღეს გაემგზავრა. ნაციონალური ბალეტი პოლონეთსა და უკრაინაში 50-ზე მეტ კონცერტს გამართავს.

სპეციალურად პოლონელი მაყურებლისთვის, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ილიკო სუხიშვილმა პოლონური ცეკვა დადგა და კოსტიუმები შეიკერა.

„სუხიშვილების“ ტურნე პოლონეთიდან იწყება. პირველ კონცერტს ანსამბლი ქალაქ ვროცლავში, 2 თებერვალს გამართავს, გასტროლი კი 2 აპრილს დასრულდება.