თბილისის ოპერის თეატრის სოლისტთა ანსამბლი „სულიკო“ საგასტროლოდ ლიტვაში მიემგზავრება

21:34, 30.04.2018

თბილისის ოპერის თეატრის სოლისტთა ანსამბლი „სულიკო“ დღეს საგასტროლოდ ლიტვაში მიემგზავრება.

ანსამბლი 2 მაისს სოლო კონცერტს ვილნიუსის ფილარმონიაში გამართავს, 5 მაისს კი ტრაკაის ​მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში.

8 მაისს ანსამბლი „სულიკო“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნად ლიტვაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ მიღებაზე გამოვა.

მსგავსი