ოპერის თეატრში პროექტის „ოპერა სტუდია" მონაწილეების შესარჩევად ახალგაზრდა მომღერლებს უსმენენ
ოპერის თეატრში პროექტის „ოპერა სტუდია" მონაწილეების შესარჩევად ახალგაზრდა მომღერლებს უსმენენ

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მცირე სცენაზე პროექტის „ოპერა სტუდია” მონაწილეების შესარჩევად ახალგაზრდა მომღერლების მოსმენა ტარდება.

პროექტი ევროკომისიის პროგრამის, „შემოქმედებითი ევროპა“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდა ვოკალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

პროექტი ითვალისწინებს პარტნიორ თეატრებს – ტენერიფეს ოპერის თეატრის , თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ბოლონიის თეატრს შორის თანამშრომლობას.

მოსმენებზე, რომლებიც სამივე მონაწილე ქვეყანაში ტარდება, დარეგისტრირდა 170 მომღერალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მოსმენების შედეგად შერჩეული პროექტის ათი მონაწილე ტენერიფეში გაივლის ორთვიან ინტენსიურ კურსს.