ალილოს ჩასატარებლად თბილისის მერიამ საქართველოს საპატრიარქოს 33 000 ლარი გამოუყო. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
ტრადიციულად, თბილისში შობის დღესასწაულზე ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით საშობაო ალილო იმართება.