ყვარელში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა
ყვარელში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყვარელში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.

სადღესასწაულო მსვლელობაში სასულიერო პირები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდნენ.

სასულიერო პირებმა მოსახლეობა დალოცეს და მიულოცეს შობის დღესასწაული.

მსვლელობისას მოსახლეობის მიერ შემოწირული საჩუქრები სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცემათ.