პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

14:28, 07.01.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მართლმადიდებლური სამყაროს იმ ნაწილს, ვინც შობას 7 იანვარს აღნიშნავს, დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას ოჯახთან ერთად და ჰქონოდეთ ის სიხარული, რომელსაც ასეთი დღეები გვანიჭებს. განსაკუთრებით მინდა, მივულოცო, საზღვარგარეთ და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გლობალური პანდემიის გამო, თბილისის ქუჩებში ტრადიციული ალილოს მსვლელობა არ იმართება. შეგროვებული საჩუქრები და ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

მსგავსი