თბილისის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
მთაწმინდის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია კოტე აფხაზის, ავლევის, ჩახრუხაძის, ნაკაშიძის, ნიშნიანიძის, ვერცხლის, ბარათაშვილის, იეთიმ გურჯის, სიონის, თუმანიანის, ერეკლე მეორის, შარდენისა და რკინის რიგის ქუჩებზე.
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, კვალის, ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილისა და მაჩაბლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ პეკინის გამზირის, ონიაშვილის, ბუდაპეშტისა და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ჯანო ბაგრატიონის, ტაშკენტის, თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, კამანისა და დელისის ქუჩებზე.
დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და სტანისლვსკის ქუჩის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 16:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდება.
ჩუღურეთის რაიონში სამრეკლოს, ტირიფონის, შურდულის, დოქის, ურიცკის, ბუხაიძისა და კუმისის ქუჩებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება.
ისნის რაიონში ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ჰოსპიტლისა და ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩების აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ.
ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება. საუბარია ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ნაქალაქევის, კლდეკარის, ორბეთის, სამღერეთის, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, გარეჯის, ხერთვისის, ჟღენტის, ზაქარაიასა და გორდის ქუჩებზე.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგია ასევე შეწყდება გურამიშვილის გამზირის, ლიახვის, ჭოპორტისა და ჟინვალის ქუჩებზეც.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.