თბილისის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მთაწმინდის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია კოტე აფხაზის, ავლევის, ჩახრუხაძის, ნაკაშიძის, ნიშნიანიძის, ვერცხლის, ბარათაშვილის, იეთიმ გურჯის, სიონის, თუმანიანის, ერეკლე მეორის, შარდენისა და რკინის რიგის ქუჩებზე.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, კვალის, ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილისა და მაჩაბლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ პეკინის გამზირის, ონიაშვილის, ბუდაპეშტისა და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ჯანო ბაგრატიონის, ტაშკენტის, თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, კამანისა და დელისის ქუჩებზე.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და სტანისლვსკის ქუჩის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 16:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდება.

ჩუღურეთის რაიონში სამრეკლოს, ტირიფონის, შურდულის, დოქის, ურიცკის, ბუხაიძისა და კუმისის ქუჩებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება.

ისნის რაიონში ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ჰოსპიტლისა და ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩების აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ.

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება. საუბარია ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ნაქალაქევის, კლდეკარის, ორბეთის, სამღერეთის, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, გარეჯის, ხერთვისის, ჟღენტის, ზაქარაიასა და გორდის ქუჩებზე.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგია ასევე შეწყდება გურამიშვილის გამზირის, ლიახვის, ჭოპორტისა და ჟინვალის ქუჩებზეც.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.