თბილისის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
სამგორის რაიონში, ბერიაშვილისა და გახოკიძის ქუჩებზე დენი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
საბურთალოს რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია დიღმის სასწავლო მეურნეობისა და ქოშიგორის დასახლების მაცხოვრებლებზე. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება სააკაძის მოედნის, კოსტავას, ხვიჩიას, იოსებიძის, საბურთალოს, შარტავას, იყალთოს, ზოვრეთისა და მგალობლიშვილის ქუჩებს.
კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, კოლმეურნეობის მოედნის, თაბუკაშვილის, ვეკუას, პუშკინისა და ვაჩნაძის ქუჩებზე.
ვაკის რაიონში, არაყიშვილის II ჩიხის მაცხოვრებლებს დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.
გლდანის რაიონში, გლდანის მასივის II მიკრორაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.
ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აღმაშენებლის გამზირისა (ნაწილობრივ) და კიევის ქუჩებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.