თბილისის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:52, 12.06.2018

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონში, ბერიაშვილისა და გახოკიძის ქუჩებზე დენი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

საბურთალოს რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია დიღმის სასწავლო მეურნეობისა და ქოშიგორის დასახლების მაცხოვრებლებზე. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება სააკაძის მოედნის, კოსტავას, ხვიჩიას, იოსებიძის, საბურთალოს, შარტავას, იყალთოს, ზოვრეთისა და მგალობლიშვილის ქუჩებს.

კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, კოლმეურნეობის მოედნის, თაბუკაშვილის, ვეკუას, პუშკინისა და ვაჩნაძის ქუჩებზე.

ვაკის რაიონში, არაყიშვილის II ჩიხის მაცხოვრებლებს დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

გლდანის რაიონში, გლდანის მასივის II მიკრორაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.

ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აღმაშენებლის გამზირისა (ნაწილობრივ) და კიევის ქუჩებზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

მსგავსი