ქალაქ თბილისის მე-9 საჯარო სკოლას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, – ამის შესახებ ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გამოსცა.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ – სსიპ – ქალაქ თბილისის №9 საჯარო სკოლას მიენიჭოს სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული საერო პირის ნოდარ ახალკაცის სახელი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მინისტრის ბრძანების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებება, რომლის მისამართია გ. სააკაძის ქ. №29, საჯარო სამართლის იურიდიულ პირადაც დაფუძნდა.
მიხეილ ჩხენკელის ბრძანება დღეს, 15 თებერვალს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.