ახალკაცის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა #1TVSPORT
ახალკაცის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიაში დასრულდა ყველაზე მასშტაბური ქართული საფეხბურთო ტურნირი – ნოდარ ახალკაცის სახელობის მე-13 საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალი.

ლეგენდარული ქართველი მწვრთნელისა და დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის სახელობის თასისის მოსაპოვებლად 2011, 2012 და 2013 წელს დაბადებული ბავშვები თამაშობდნენ.

ყველაზე პატარა ასაკი „ნორჩი დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში „ინტერი-საქართველო“ 2:0 დაამარცხა. 2011 და 2012 წლებში დაბადებულთა შორის მთავარი პრიზი „დინამო თბილისმა“ მოიპოვა.

2012 წლიანთა ფინალში „დინამომ“ „საბურთალოსთან“ დაძაბული ბრძოლა 3:2 მოიგო. 11-წლამდელთა შორის ფინალში აკადემია „გლდანს“ შეხვდა და პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდა, მაგრამ ანგარიში გაათანაბრა – 2:2, პენალტების სერია კი 5:3 მოიგო.

ფინალური მატჩების დასრულებისთანავე გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. მონაწილეობისთვის ბავშვებს გადაეცათ პრიზები, ხოლო გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო მოთამაშეები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირის ორგანიზატორი იყო თბილისის ფეხბურთის ფედერაცია, მთავარი მხარდაჭერი – თბილისის მერია, ხოლო პარტნიორი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.