თბილისი-სენაკის-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, რიკოთის გვირაბთან სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩდა.
ადგილზე ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მეხანძრე-მაშველები ჯერ კვლავ შემთხვევის ადგილზე რჩებიან.
რატომ გაუჩნდა ცეცხლი ავტომობილს, ჯერ უცნობია.
ავტორი: მარიამ ჭელიძე