რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩდა [ვიდეო]

თბილისი-სენაკის-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, რიკოთის გვირაბთან სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩდა.

ადგილზე ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მეხანძრე-მაშველები ჯერ კვლავ შემთხვევის ადგილზე რჩებიან.

რატომ გაუჩნდა ცეცხლი ავტომობილს, ჯერ უცნობია.

 

ავტორი: მარიამ ჭელიძე