თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
„მეხანძრეების ოპერატიული მუშაობის შედეგად, ცეცხლი სხვა სახლებზე არ გავრცელებულა. ბინაში შესვლის შემდეგ, მეხანძრეებმა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.