თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

15:12, 12.11.2020

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

„მეხანძრეების ოპერატიული მუშაობის შედეგად, ცეცხლი სხვა სახლებზე არ გავრცელებულა. ბინაში შესვლის შემდეგ, მეხანძრეებმა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი