თამარ ჩუგოშვილი - ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება
თამარ ჩუგოშვილი - ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება

ვფიქრობ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ყველაზე დიდი და ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტში, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი საკითხები რასაც აყენებდნენ სხვადასხვა ექსპერტები თუ პოლიტიკური ძალები იყო სრულიად აბსურდული, აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და ვენეციის კომისიის დასკვნაში მხოლოდ ის რეკომენდაციები მოხვდა, რომელიც არის ლოგიკური.

„იმ ერთ კონკრეტულ კომპონენტს, რომელიც არის უფრო შეფასებითი, ვიდრე რეკომენდაცია, რომ კარგი იქნება არ ვიჩქაროთ ყველა ვაკანსიის ათვისება და პოლიტიკურად მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, მე ამ სულისკვეთებას პირადად ვეთანხმები“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.